Wednesday, July 6, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენების განხილვით
ვისწავლეთ youtube-ზე არსებული მასალების განთავსება ბლოგზე
ვისწავლეთ youtube-ze მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება
ბოლოს დაიწყო ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, რაზეც ამდენი ხანი ვიმუშავეთ და ჩვენმა საუკეთესო ტრენერმა ასეთი თავდაუზოგავი მუშაობით საუკეთესო შედეგზე გაგვიყვანა.
     

Friday, July 1, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავაზიარეთ ჩვენი პორტფოლიო ჩვენსავე ბლოგზე
ყველა ახალი მასალა რომელი შევქმენით შევიტანეთ პორთფოლიოში
გავეცანით რა არის ფასილიტაცია,გავეცანით მის ხერხებს
შევქმენით ჩვენი პროექტისთვის ფასილიტაციური პრეზენტაცია
ბოლოს განვიხილეთ პროექტის გეგმა და დავგეგმეთ მისი დასრულება.
საშინაო დავალებად მოგვეცა დრაივის  ფაილებში გადავანაწილოთ მასალები,დავასრულოთ პროექტის გეგმა და განვათავსოთ პორტფოლიოში ბლოგზე

Tuesday, June 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით,მოსწავლის პრეზენტაცია.
შემდეგ ვიმუშავეთ დრაივში:ვისწავლეთ გამოკითხვის ფორმის,ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე ონლაინ ფორმის და ტესტების  შედგენა
ვიმუშავეთ კოლაბორაციულ (excel-ში)  და პრეზენტაციის რუბრიკების შექმნაზე
დავალებად მივიღეთ:დავასრულოთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის რუბრიკა

Sunday, June 26, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ  ბლოგში  ახალი  გვერდების  დამატება.
 გავხსენით  გვერდი ,,პორტფოლიო".  ვისწავლეთ  კომენტარების  წერა. შევქმენით  გაჯეტი,  სტატიკური  არჩევანის  კონფიგურაციით.   ამის  შემდეგ  დავამატეთ  ახალი  გაჯეტი.   პირადად  მე გავაკეთე  კონფიგურაციით  ,,საჭიროა  თუ  არა  პროექტით  სწავლება?"( დიახ,  არა,  სულერთია,  თავს  ვიკავებ). დავიწყეთ  აქტივობის  ,,პრეზენტაცია-ზე''  ფიქრი.  განვიხილეთ  ერთერთი  პროექტის  მაგალითზე,  პრეზენტაციის  ჩექლისტი.
დავიწყეთ  drive  შესწავლა.  გავხსენით  საქარალდეები:  კურსის  რესურსები,  მოსწავლის  ნიმუში,  სასწავლო  პროექტის  გეგმა,  სურათები,  შეფასებები.  შესწავლილი მასალიდან  გამომდინარე  მივიღეთ  ხუთი  დავალება.ეს  დღე  შეიძლება ჩავთვალოთ  საკმაოდ  დატვირთულად.

Thursday, June 23, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

წინა  დღის  დავალება  საკმაოდ  შრომატევადი  იყო,  რა  თქმა  უნდა  ცოტა  გაგვიძნელდა.  დავიწყეთ  ჩვენი  ნამუშევრების  წაკითხვა. გვქონდა  ერთმანეთის  მიმართ  შენიშვნები,  შენიშვნები  ქონდა  გიორგსაც.  მან  ჩვენს  მიერ  გადაზავნილი  ნამუშევრები  შეაფასა.  ზოგი  აქო,  ზოგსაც  მოკრძალებული  საყვედური  უთხრა.      ,,დაწერილი  რეფლექსიები მცირეაო''.  ვითვალისწინებ  მის  შენიშვნას  და  ვმჭერმეტყველობ.
  ტრენინგის  მეორე  ნახევარი  დაეთმო პრეზენტაციის  მომზადებას  და  ბლოგზე  ახალი  გვერდის  შექმნას. ეს  პროცესი  უფრო  სახალისო  გამოდგა.  ბოლოს  დავიტვირთეთ  დავალებებით. ასე  დამთავრდა  ტრენინგის  ნაყოფიერი  მე-5  დღე.

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექაია

დღევანდელი დღე დავიწყეთ მოცემული დავალებების განხილვით,განვიხილეთ ჯგუფში თითოეული მასწავლებლის დავალება.ვისაუბრეთ შესრულებული დავალებების დადებითზე და უარყოფითზე.შევქმენით მოცემული პროექტის მიხედვით ბუკლეტები ვიმუშავეთ ინტერნეთში და მოვიძიეთ სურათები.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და მისი ინსტრუმენტები.გავაკეთეთ ნიმუში ჩვენივე პროექტის  შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე.ტრეინინგის დასასრულს კი განვიხილეთ ჩვენთვის შესასრულებელი დავალებები.

Thursday, June 16, 2016

მე 3 ე დგის რეფლეკსია

განვიხილეთ მოცემული დავალებები  ბროშურის ჩექლისტი,შევადგინეთ პროექტისთვის  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობს 
შევქმენი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი თემატური და შინაარსობრივი

Thursday, June 9, 2016

მე-2-ე დღის რეფლექსია

კარგი დღე იყო ვსწავლობ ბლოგის გაკეთებას.საინტერესო ტრენერი გვყვავს.კეთილია მშვიდი.ვართ 11 პიროვნება.